TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლონია იუვეს 2 ფეხბურთელით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, ბოლონია იუვენტუსიდან როგორც სამუელ მბანგულას, ასევე ნიკოლო სავონას გაფორმებას ეცდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბოლონიამ ტურინული გრანდის ახალგაზრდა ფეხბურთელების თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

გამოცემის ცნობით, იუვენტუსი სავონასა და მბანგულას გამოყენებას დან ნდოიეს ტრანსფერში ეცდება, 24 წლის შვეიცარიელი იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება, თუ გუნდმა შიკო კონსეისაუს გამოსყიდვაზე უარი თქვა.

გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !