TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლო ინფორმაცია ტრავმირებული ფეხბურთელების თაობაზე

სერია ა-ს დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ტიაგო მოტას კომოს წინააღმდეგ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კომოსთან ტიაგო მოტას განკარგულებაში დაბრუნდება არკადიუშ მილიკი. პოლონელმა მენისკის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, თუმცა მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და სეზონის სტარტისთვის სავარაუდოდ მზად იქნება.

ფაბიო მირეტი, ვისაც წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდასტურდა, მოედანზე დაახლოებით 2-3 კვირაში დაბრუნდება.

ვასილიე აჯიჩის მოედანზე დაბრუნება კი ემპოლისთან მატჩისთვის არის დაგეგმილი, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

27 views
error: დაცული კონტენტი !