ბოლო ცნობები კამბიაზოს ტრავმის თაობაზე
ანდრეა კამბიაზომ გუშინდელი მატჩი კოჭის ტრავმის გამო ვერ დაასრულდა, დღეს კი მას J Medical-ში სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწია.
საბედნიეროდ, შემოწმებამ იტალიელ ფეხბურთელს არანაირი სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურა.
კამბიაზომ კონტინასას ბაზა უკვე დატოვა, ის იტალიის ნაკრებს შეუერთდება და გერმანიასთან 2-მატჩიან დუელში ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში იქნება.