TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოლო ცნობები იუვენტუსის ლაზარეთიდან

იუვენტუსი კრემონეზესთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და მოსალოდნელია, რომ ტურინულ გრანდს მომდევნო შეხვედრისთვის ლაზარეთიდან ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.

Tuttosport-ის ცნობით, ლოიდ კელი და შიკო კონსეისაუ ჯერ კიდევ განცალკევებით ვარჯიშობენ, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი განაცხადში მოხვდებიან და საჭიროების შემთხვევაში გუნდის დახმარებას შეძლებენ.

ფედერიკო გატი განაგრძობს ინდივიდუალური პროგრამით მუშაობას, მისი დაბრუნება ნაპოლისთან მატჩისთვის არის მოსალოდნელი.

დუშან ვლაჰოვიჩი ვარჯიშს კიდევ 5-6 კვირა ვერ განაახლებს, ხოლო დანიელე რუგანის თაობაზე ახალი ინფორმაცია არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !