ბოგა:“ თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“
ჟერემი ბოგამ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„მნიშვნელოვანი მატჩი ? დიახ, ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება, მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ მზად ვართ. დარჩენილი მატჩები ყველა მნიშვნელოვანია, ჩვენ თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
„ჩემი წარსული ატალანტაში ? მე მათი მადლიერი ვარ, ბერგამოში კარგი პერიოდი გავატარე, მაგრამ ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას შევძლებ.
„სპალეტი ? ჩემი იუვენტუსში ხილვა სწორედ მას სურდა. ვცდილობ, მწვრთნელს ნდობა ჩემი კარგი თამაშით გადავუხადო.
„ჩემი მომავალი ? ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს, ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
