ბოგა იუვენტუსთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
ჯერემი ბოგა უკვე ტურინშია, ის J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას გადის და მისი იუვენტუსში ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.
ბოგა იუვენტუსს ნიცადან 6-თვიანი იჯარით შეურთდება, მისი შემდგომში 5 მილიონ ევროდ გამოყიდვის პერსპექტივით.
29 წლის გარემარბი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს (6 თვე, 3 წელი გამოსყიდვის შემთხვევაში), მისი წლიური გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
