ბოგა:“ იუვენტუსის დონის გუნდში თამაში ყოველთვის ჩემი უდიდესი ოცნება იყო“
იუვენტუსის ახალწვეულმა ჯერემი ბოგამ ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ. იუვენტუსის დონის, ისტორიის მქონე გუნდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა ამ მაისურით თამაშის შესაძლებლობა.
„კარიერის განმავლობაში ბევრი რამ ვნახე, გამოცდილება მივიღე და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მე აქ მოვედი გუნდის დასახმარებლად, რომელშიც გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ, იმედი მაქვს, ჩემი ხარისხით, დრიბლინგით, გოლებითა და ასისტებით გუნდის დახმარებას შევძლებ.
„იტალიას და ამ ჩემპიონატს ძალიან კარგად ვიცნობ და მინდა, ჩემი ხარისხი კიდევ ერთხელ, ამჯერად უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
