ბიაზინი:“ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კონტე იუვენტუსს ჩაიბარებს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ ანტონიო კონტეს იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კონტეს იუვენტუსში დაბრუნების შანსი ძალიან დიდია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ანტონიო დიდი ალბათობით ტურინში დაბრუნდება.
„ჩემი ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.
„თუ კონტე ნაპოლიში სკუდეტოს მოიგებს, დე ლაურენტისი მის გუნდიდან წასვლას და იუვენტუსში დაბრუნებას წინ არ აღუდგება, მას კონტეს შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.“