ბეშიქთაში ჯალოს ტრანსფერზე მუშაობს
ტიაგუ ჯალო იუვენტუსის გეგმებში არ შედის და პორტუგალიელი უახლოეს პერიოდში გუნდს დატოვებს.
მისი გაფორმებით ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად თურქული ბეშიქთაში ინტერესდება და გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ბეშიქთაში ჯალოს სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს იხდის, რაც შესაძლოა იუვენტუსის დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
