TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბერგომი:“ სპალეტისთან ერთად, იუვენტუსის პოტენციალი კარგად გამოჩნდა, ინტერთან მატჩი ყოველთვის გამორჩეულია“

იტალიის ნაკრების და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერი-იუვე ? ეს სხვებისგან გამორჩეული მატჩია, იუვენტუსის წინააღმდეგ ყოველთვის გვიჭირდა, მაშინაც კი, როდესაც ფურცელზე უფრო ძლიერები ვიყავით. ამ შეხვედრას განსაკუთრებული ენერგია და მოტივაცია აქვს და მასში გამარჯვებაც გაცილებით მეტს ნიშნავს.

„კივუ ? მან ინტერს თავისი იდენტობა მისცა, ის რისკებზე წასვლას არ ერიდება, მაგრამ ეს რისკები ყოველთვის გააზრებული და გამართლებულია.

„იუვენტუსის პროგრესი ? ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ გუნდს აქვს. იუვენტუსის მთავარი პრობლემა სეზონის სტარტზე არასტაბილურობა იყო, სპალეტიმ კი ეს პრობლემა გადაჭრა, ის მის ხელთ არსებულ რესურსებს იდეალურად იყენებს და ვფიქრობ, იუვენტუსი სულ უფრო უკეთესი გახდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !