ბერგომი:“ იუვეს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მოტა გუნდის პოტენციალს ვერ იყენებდა“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი ტიაგო მოტა გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, იუვენტუსს მოტას თაობაზე გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო. ტიაგოს გუნდში ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალი ჰქონდა, რომლის გამოყენებაც მან ვერ შეძლო.
„იუვენტუსს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ფეხბურთელები სწორედ უნდა გამოიყენო. მოტა ფეხბურთელების თავის ტაქტიკაზე მორგებას ცდილობდა და არა პირიქით, რაც შეცდომა იყო.“