TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბერგომი:“ ბრემერის ტრავმის გამო, იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ სკუდეტოს მოპოვების ფავორიტებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის კარგი ბრძოლა გველოდება. ინტერი და ნაპოლი სხვებზე წინ არიან, იქვეა რომა და მილანი. როსონერის ევროპული ტურნირები არ აქვს, მათ რაბიოსა და მოდრიჩის სახით კარგი შევსება მიიღეს და აუცილებლად იბრძოლებენ.

„იუვენტუსი ? ბრემერის ტრავმა ძალიან მძიმე დარტყმაა, ამიტომ ბიანკონერი მეტოქეებთან შედარებით უკან არის. არ ვამბობ, რომ მათ შანსი არ აქვთ, მაგრამ ბრემერის გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !