ბერგომი:“ იუვენტუსი ძალიან გაძლიერდა და სკუდეტოს ერთ-ერთი ფავორიტია“
იტალიის ნაკრებისა და ინტერის ლეგენდამ ბეპე ბერგომიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ნაპოლი და ინტერი სკუდეტოსთვის ? დიახ, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ მე ამ სიაში იუვენტუსსაც შევიყვანდი. ბიანკონერიმ სატრანსფერო ფანჯრაზე ძალიან კარგად იმუშავა, ოპენდა და ჟეგროვა გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად აძლიერებს, ხოლო დაცვის ხაზში ბრემერის დაბრუნება მათ უკანახაზს სოლიდურს გახდის. ვფიქრობ, გლეისონი იტალიაში საუკეთესო მცველია და იუვენტუსს მისი დაბრუნება აუცილებლად დაეტყობა.
„სკუდეტოს იგებს გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ეს წესი თითქმის ყოველთვის მუშაობს, ამიტომ სოლიდური დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
