TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდი:“ თუ იანვარში შესაბამის წინადადებას მივიღებ, მე სასუოლოს დავტოვებ“

სასუოლოდ კაპიტანმა დომენიკო ბერარდიმ, ვინც გასულ დღეებში იუვენტუსს კვლავ აქტიურად დაუკავშირეს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გასულ წელს იუვენტუსში გადასვლა მინდოდა, მაგრამ გუნდებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ამის გამო მე იმედგაცრუებული ვიყავი, თუმც სასუოლოს გადაწყვეტილება მივიღე და მუშაობა გავაგრძელე.

„ჩემი მომავალი ? თუ იანვარში შესაბამის წინადადებას მივიღებ, მე გუნდს დავტოვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის ბოლომდე აქ დავრჩები.“