ბარძალი:“ ტუდორი კონტეს ძალიან ჰგავს, მან დარჩენა დაიმსახურა“
იუვენტუსის ლეგენდამ ანდრეა ბარძალიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსში ძალიან დიდი ენთზიაზმი იგრძნობა, ტუდორს ფეხბურთელების მოტივაცია შესანიშნავად გამოსდის და ეს მათ თამაშზე აისახება. ბიანკონერიმ მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და ორივე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, გუნდს აქვს ის მენტალიტეტი, რომელიც გასულ თვებში აკლდა.
„ტუდორი თავისი მენტალობით ანტონიო კონტეს მაგონებს, მას ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ეს გასახდელში უმნიშვნელოვანესია. აშკარაა, რომ ფეხბურთელები ტუდორის დარჩენის გამო ბედნიერები არიან.
„იუვენტუსის სატრანსფერო ფანჯრა ? ვფიქრობ, მათი მთავარი ტრანსფერი ლაზარეთიდან გლეისონ ბრემერის დაბრუნება იქნება. ის დიდებული ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია.
„ილდისი ? მისი ხარისხის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, მან მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს. ნუ დაგავიწყდებათ, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ ზედმეტი წნეხი საჭირო არ არის.
„სიტი ? ორლანდოში ფეხბურთელებს სიცხეში მოუწევთ თამაში და ეს მატჩის ტემპზე გავლენას აუცილებლად იქონიებს. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იუვენტუსმა გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.
„კიელინი ? ჯორჯო იუვენტუსის სახეა. ის დიდებული, მაგრამ არასტანდარტული ფეხბურთელი იყო, კიელინი ყოველთვის ბევრს სწავლობდა, შემდეგ კი დიპლომი აიღო და ახლა გუნდის მენეჯმენტის წევრია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)