TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბარსელონას ინტერესი ვლაჰოვიჩის მიმართ სერიოზულია

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ბლაუგრანა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაშია და ესპანური გრანდის სიაში ვლაჰოვიჩი, ჯონათან დევიდი, ოსიმენი, ისაკი და გიოკერეში არიან.

გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის გუნდში ხილვა პირადად ბარსას მწვრთნელს ჰანსი ფლიკს სურს.

43 views
error: დაცული კონტენტი !