TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბარსელონა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობს

დუშან ვლაჰოვიჩის ისტორია იუვენტუსში სეზონის ბოლოს დასრულდება და სერბი ფეხბურთელის აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.

დუშანის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინული გრანდი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აღარ აპირებს, ამიტომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გამოცემა ESPN-ის ცნობით, ბოლო კვირებში ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ბარსელონა აქტიურობს. ბლაუგრანა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ვლაჰოვიჩია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !