TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბალძარინი:“ სანჩოს პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს პრიორიტეტი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა.

წყაროს ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა რამდენიმე არაბული გუნდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვის იმედი აქვს.

ბიანკონერი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და მთავარი პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 12 მილიონი ევროა. ტურინული გრანდი სანჩოსთვის ბონუსების ჩათვლით 6 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ამიტომ ინგლისელს იუვენტუსში სათამაშოდ ხელფასის განახევრება მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

44 views
error: დაცული კონტენტი !