ბალძარინი:“ ამ მომენტისთვის ოსიმენის იუვენტუსში ხილვა წარმოუდგენელია“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ იუვენტუსში ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
„ოსიმენი იუვენტუსში ? ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ოსიმენის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული და იუვენტუსი ამ ეტაპზე 80-90-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებს.
„გუნდის პრიორიტეტი ახლა ფინანსური სტაბილურობის დაბრუნებაა, რაშიც ოსიმენის ტრანსფერი ვერ დაეხმარება.“