TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ კიეზას იუვენტუსში დარჩენა გამორიცხულია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსისა და ფედერიკო კიეზას ისტორია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დასრულდება.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ კიეზას პირადად აცნობა, რომ ის გუნდის პროექტის ნაწილი აღარ არის, ამიტომ მას ბიანკონერის დატოვება მოუწევს.

ბალძარინის ცნობით, მხარეებს შორის დადებითი ურთერთობა ნარჩუნდება და ისეთი გამოსავლის ძიებაში არიან, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს.