TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ კიეზას გარშემო შექმნილი სიტუაცია სრულად ფეხბურთელის ბრალია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ ფედერიკო კიეზას სიტუაციაზე ისაუბრა.

„კიეზას სიტუაციაში დამნაშავე თავად ფეხბურთელია. იუვენტუსი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ფინანსური ასპექტების გამო ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ამბობდა. ახლა სოციალურ ქსელში იუვენტუსის მაისურით სურათების დადება არაფერს შეცვლის, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.“