ბალძარინი:“ იუვეს ინტერესი მილინკოვიჩ-სავიჩის მიმართ არსებობს, მაგრამ არა იანვარში“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ იუვენტუსის მხრიდან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მიმართ არსებულ ინტერესზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს და ვფიქრობ, ტუდორმა გუნდი 3 ნახევარმცველზე უნდა გადაიყვანოს, რაც მათ დატვირთვას შედარებით შეამცირებს.
„მილინკოვიჩ-სავიჩი ? ინტერესი არსებობს, მაგრამ სერგეის იანვარში გაფორმება ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან მისი ხელფასი არაბეთში ძალიან მაღალია. იუვენტუსს სერბის ტრანსფერი მას შემდეგ შეეძლება, რაც ის თავისუფალი აგენტი გახდება, იქამდე კი ვფიქრობ, ტუდორმა აჯიჩი ნახევარმცველის პოზიციაზე უნდა ათამაშოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
