ბაიერნი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ბაიერნი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ინფორმაციით, გერმანული გრანდი სერბი ფორვარდის გაფორმებას იანვარში არ აპირებს და მის ტრანსფერზე მუშობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ვლაჰოვიჩი თავისუფალი აგენტი გახდება.
ფალკის ინფორმაციით, კარიერის გერმანიაში გაგრძელების წინააღმდეგი არც ვლაჰოვიჩია, ვისაც თებერვლის შემდეგ ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
