TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნი და ბარსელონა ილდისის ტრანსფერით ინტერესდებიან

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბარსელონამ და ბაიერნმა კენან ილდისთან მოლაპარაკებების დაწყება სცადეს, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა კენანის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და გუნდის დატოვებას არც კი განიხილავს.

ტურინული გრანდი თურქის ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ის იუვენტუსში 2031 წლამდე დარჩება და მისი ხელფასი 4.5-5 მილიონამდე გაიზრდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !