TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატლეტიკო ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას ცდილობს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბოლო საათებში დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ატლეტიკო გააქტიურდა და იუვენტუსთან მოლაპარაკებები განაახლა.

წყაროს ცნობით, ესპანელები იუვენტუსს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ არგენტინელ უკანახაზელს ნაუელ მოლინას სთავაზობენ, ვის მიმართაც ტურინელები ინტერესს გასულ ზაფხულს იჩენდნენ.

ტურინული გრანდის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ვლაჰოვიჩი კარიერის ესპანეთში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

error: დაცული კონტენტი !