TuttoJuve

Juve per sempre sarà

ატლეტიკო ნიკო გონსალესის ფასის შემცირებას ეცდება…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ატლეტიკოს ჯერჯერობით ნიკო გონსალესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

არგენტინელი ფეხბურთელი ესპანური გრანდის რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 32 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული რაოდენობის მატჩებში მონაწილეობის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს არგენტინელის შენარჩუნება უნდა, მაგრამ მადრიდელებს მისი გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდა არ სურთ და იუვენტუსთან მოლაპარაკებებსა და ფასის შემცირებას ეცდებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !