ატლეტიკო მოლინას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის
ჟოაუ პედროს გაფორმების მიუხედავად, იუვენტუსი ატლეტიკოს ფეხბურთელის ნაჰუელ მოლინას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ატლეტიკო არგენტინელი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ინფორმაციით, თავად მოლინამ სერია ა-ში დაბრუნებას მწვანე შუქი უკვე აუნთო და გუნდებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
იუვენტუსი მოლინას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობას მხოლოდ მაშინ განაახლებს, როდესაც გუნდს ტიმოთი ვეა დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                