ატლეტიკო კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება
მილანის, ნაპოლისა და ინგლისური გუნდების შემდეგ, ანდრეა კამბიაზო ამჯერად ატლეტიკოს დაუკავშირეს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ესპანურმა გუნდმა იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში იუვენტუსთან დუშან ვლაჰოვიჩისა და ანდრეა კამბიაზოს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
დი ნატალეს ცნობით, კამბიაზოს მომავალთან დაკავშირებით იუვენტუსს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.
