ატლეტიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
ატლეტიკო იუვენტუსთან ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს.
Sky Sport-ის ცნობით, ესპანური გუნდის მთავარ მწვრთნელს დიაგო სიმეონესა და ნიკო გონსალესს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, რის შემდეგაც იუვენტუსის ფეხბურთელმა ესპანური გრანდის რიგებში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
წყაროს ინფორმაციით, ატლეტიკოს გონსალესის 20 მილიონად გაფორმება სურს, იუვენტუსი კი მინიმუმ 30 მილიონს ითხოვს. ესპანელების გარდა, ნიკოს მიმართ ინტერესს რომა იჩენს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                