ატლეტიკო გონსალესს გამოისყიდის
ატლეტიკომ სეზონის ბოლოს ნიკო გონსალესის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
არგენტინელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 33 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ გონსალესი მინიმუმ 21 მატჩში მიიღებს მონაწილეობას სავალდებულო გახდება.
გონსალესი ატლეტიკოს რიგებში შესანიშნავად გამოიყურება და ნიკოლო სკირას ცნობით, ესპანელებს მისი გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
