ატლეტიკო გონსალესის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს, მაგრამ…
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ატლეტიკო ნიკო გონსალესის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს.
ესპანელებს ფეხბურთელის შენარჩუნება 32 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა მადრიდელები იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ამ თანხის შემცირებას გეგმავენ.
იუვენტუსის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. სპალეტი გონსალესის დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში არც მის გაყიდვაზე იტყვის უარს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
