ატალანტასთან მატჩში ცხრიანის პოზიციაზე დევიდი ითამაშებს
Tuttosport-ის ცნობით, იგორ ტუდორი ატალანტასთან მატჩში იუვენტუსის შეტევის ხაზის თაობაზე უკვე ჩამოყალიბდა.
წყაროს ცნობით, გუნდის შეტევას ილდისი-დევიდი-კონსეისაუს ტრიო გაუძღვება, ვლაჰოვიჩი კი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება გლეისონ ბრემერიც, ბრაზილიელმა ვერონასთან მატჩი გამოტოვა და ლა დეას წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
