TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტას ულტიმატუმი იუვენტუსს

იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის ლა დეასთან საერთო ენის გამონახვისთვის არც თუ ისე ბევრი დრო რჩება.

Calciomercato-ს ცნობით, ატალანტამ იუვენტუსს აცნობა, რომ აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

იუვენტუსი თავის მხრივ მატიას სულესა და დინ ჰეისენის გაყიდვას ცდილობს, რაც გუნდს კოპმეინერსის ტრანსფერის დასახურად საჭირო რესურსს მისცემს.