TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტას უარი იუვენტუსს…

როგორც მოსალოდნელი იყო, ატალანტამ იუვენტუსის პირველი ოფიციალური წინადადება ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე უარით გაისტუმრა.

ტურინულმა გრანდმა ლა დეას ნიდერლანდელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზა და ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბიანკონერიმ უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, 45 მილიონი საწყისი წინადადება იყო და ბიანკონერი გაუმჯობესებულ შეთავაზებას უკვე ამზადებს. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი 55 მილიონი ევროს ფარგლებში დაიხურება.