TuttoJuve

Juve per sempre sarà

ატალანტას კოპმეიენრსის იუვენტუსში გაშვება სუპერ თასის მატჩის შემდეგ სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ატალანტა ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ნიდერლანდელი დიდი ალბათობით ტურინში სუპერ თასის მატჩის გამართვის შემდეგ გადაბარგდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა კოპმეიენრსის სანაცვლოდ ლა დეას ბონუსების ჩათვლით 55 მილიონი ევრო შესთავაზა და ბერგამოელები ამ წინადადების მიღების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა სურთ, რომ ფეხბურთელმა რეალის წინააღმდეგ ითამაშოს, შემდეგ კი იუვენტუსში გადავიდეს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა და ევროპა ლიგების გამარჯვებულებს შორის შეხვედრა 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

36 views
error: დაცული კონტენტი !