TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტას კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერის უმოკლეს დროში დახურვა სურს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ატალანტას იუვენტუსთან ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმების მიღწევა უმოკლეს დროში სურს.

წყაროს ცნობით, ლა დეა შეეგუა ფაქტს, რომ მათ ნიდერლანდელის დაკარგვა მოუწევთ, ამიტომ მისი უმოკლეს დროში გაშვება და სანაცვლოდ სელტიკის 23 წლის ფეხბურთელის მატ ო’რაილის გაფორმება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვას ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროდ შეძლებს.