TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტას დირექტორი:“ კოპმეიენრსი იუვენტუსში ?…“

ატალანტას გენერალურმა დირექტორმა ლუკა პერკასიმ ტეუნ კოპმეიენრსის მიმართ იუვენტუსის მხრიდან არსებულ ინტერესზე კომენტარი გააკეთა.

„კოპმეიენრსის შესაძლო გაყიდვა ? ტეუნი ატალანტასთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ჩვენ მისი გაყიდვა არასოდეს განგვიხილავს.“

იუვენტუსს ნიდერლანდელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა პრობლემა ლა დეას მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროა, რისი შემცირებაც ბერგამოელებს არ სურთ…