TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტამ მსურველებს ლუკმანის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ადემოლა ლუკმანის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ მისი გაფორმება მსუყე ინვესტიციას მოითხოვს.

SportItalia-ს ინფორმაციით, ლა დეა 27 წლის ფეხბურთელის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვს.

ლუკმანი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, კრისტიანო ჯუნტოლის მთავარი სამიზნე დორტმუნდის კარიმ ადეიემი იქნება.

error: დაცული კონტენტი !