ატალანტამ იუვენტუსს პალესტრას ფასი შეუთვალა…
იუვენტუსი ატალანტას ფეხბურთელის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება მარტივი არ იქნება.
20 წლის მარჯვენა მცველი კალიარიში იჯარის წესით ასპარეზობს და სერია ა-ს გასულ ტურში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლა დეა პალესტრას მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
