TuttoJuve

Juve per sempre sarà

ატალანტა პალესტრას სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს…

იუვენტუსი დიდი ხანია, რაც ატალანტას ტალანტს მარკო პალესტრას აკვირდება, თუმცა მისი ტურინში ხილვა ამ მომენტისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

SportItalia-ს ცნობით, ლა დეა 21 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის პალესტრას ტრანსფერზე ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს. ინგლისელები მზად არიან, მის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !