ატალანტა კოსტიჩის ტრანსფერით ინტერესდება
ბერგამოს ატალანტა იუვენტუსის ლატერალეს ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttosport-ის ცნობით, ბერგამოელებმა სერბი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება სცადეს, მაგრამ იუვენტუსისგან უარი მიიღეს.
წყაროს ინფორმაციით, იგორ ტუდორი ფილიპის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ბიანკონერი მასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს და სერბის გაყიდვის სანაცვლოდ 5-6 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)