ატალანტა კოპმეინერსის წასვლისთვის მზადებას აგრძელებს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატალანტას ხელმძღვანელობა სელტიკის ნახევარმცველის მატ ო’რაილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
23 წლის ფეხბურთელი ლა დეას რიგებში ტეუნ კოპმეინერსის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრება და წყაროს ცნობით, ბერგამოელებმა თავიანთი წინადადება 17-18 მილიონ ევრომდე გაზარდეს.
იუვენტუსი თავის მხრივ კოპმეიენრსის მიმართ არ კარგავს. ის ტიაგო მოტას პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა და ბიანკონერი უახლოეს დღეებში ლა დეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.