TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტა კოპმეინერსის თაობაზე გარკვეულ დათმობაზე წავა

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ატალანტა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე გარკვეულ დათმობაზე წასასვლელად მზად არის.

გუშინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტურინული გრანდი ნიდერლანდელის ალტენრატიულ ვარიანტებზე მუშობას გეგმავდა, რადგან კრისტიანო ჯუნტოლის ლა დეას მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

პედულას ცნობით, ატალანტას გუნდში ფეხბურტელის შენარჩუნება, რომელმაც იუვენტუსში გადასვლა ითხოვა არ სურს, ამიტომ მის ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდება, იუვეს წინადადება კი ამ მომენტისთვი 45 მილიონია…