TuttoJuve

Juve per sempre sarà

ატალანტა კოპმეინერსის გაშვებაზე კვლავ უარს ამბობს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატალანტა ტეუნ კოპმეინერსის გუნდიდან გაშვებაზე კვლავ უარს ამბობს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს, ბიანკონერი კი თავის მხრივ მოთხოვნილი 60 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ატალანტას ხელმძღვანელობა მის გაშვებაზე კვლავ უარს ამბობს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველა ხერხით ეცდება.

30 views
error: დაცული კონტენტი !