ატალანტა კარნესეკის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა დი გრეგორიოს არასტაბილური თამაშით უკამყოფილოა, რის გამოც სეზონის ბოლოს მის გაყიდვას არ გამორიცხავს.
წყაროს ინფორმაციით, დი გრეგორიოს ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელი ატალანტას მარკო კარნესეკია, მაგრამ ლა დეა მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.
კარნესეკის ალტერნატივა ტოტენჰემის გილერმო ვიკარიოა, მისი ფასი დაახლოებით 25 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
