ატალანტა იანვარში ედერსონის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება…
იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და გუნდის ერთ-ერთი სამიზნე ატალანტას ედერსონია.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ატალანტასთნ 2027 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ლა დეა იანვარში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბერგამოელები მის სანაცვლოდ 30-40 მილიონს ითხოვენ. იუვენტუსის გარდა, ედერსონის მიმართ ინტერესს ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა და მანჩესტერი იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
