ატალანტა ედერსონის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს
იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი გუნდის საზაფხულო სატრანსფერო გეგმებში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ატალანტას ფეხბურთელი ედერსონია.
ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი ლა დეასთან 2027 წელს იწურება და ის სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს. ატალანტა მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, ამ მომენტისთვის ბრაზილიელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ატლეტიკო აქტიურობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
