ატალანტა და ინგლისური გუნდები გონსალესის ტრანსფერით ინტერესდებიან
დამიენ კომოლი სატრანსფერო ფანჯრაზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი ამოცანა ნიკო გონსალესის გაყიდვაა, ვინც იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის.
Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ევერტონი, ვესტ ჰემი და ატალანტა იჩენენ.
წყაროს ცნობით, თუ ბერგამოელებმა უახლოეს პერიოდში ადემოლა ლუკმანი გაუშვეს, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ გონსალესი იქნება. იუვენტუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                