არა მხოლოდ დუგლას ლუისი, ასტონ ვილა დევიდის ტრანსფერითაც ინტერესდებოდა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის დუგლას ლუისის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ჯონათან დევიდის ტრანსფერიც განიხილეს.
წყაროს ცნობით, ინგლისელებს კანადელი ფორვარიდს იჯარით გაფორმება სურდათ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
რომანოს თქმით, კანადელი ფეხბურთელის გაშვება იუვენტუსის გეგმებში არ შედის და გუნდის დატოვება არც კანადელს სურს, ამიტომ მისი იანვარში გაყიდვა არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
