TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პაოკი არტურის ტრანსფერით ინტერესდება, ფეხბურთელი ჯერჯერობით უარზეა…

იუვენტუსი არტურის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია ტურინულ გრანდს გარკვეულ სირთულეებს უქმნის.

ნიკოლო სკირას ცნობით, არტურის იჯარით გაფორმების სურვილი პაოკმა გამოთქვა, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი საბერძნეთში ტრანსფერზე უარს ამბობს და უფრო ამბიციური გუნდის მოლოდინშია.

არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს ფიორენტინა, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი მაღალი ხელფასი გადაულახავ დაბრკოლებად რჩება.